მაცივარ-ტექნიკოსების ტრენინგი გერმანიაში

პატივცემულო კოლეგებო!  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხადაჭერით ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანების (DWV) თბილისის ოფისთან ერთად აწყობს 4-დღიან სასწავლო პრაქტიკულ სემინარს საქართველოს მაცივარ-ტექნიკოსებისათვის საქსონიაში (გერმანია) 2017 წლის თებერვალში.

ა.წ. 6 თებერვალს 10:30-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში (კოსტავას 70), N546 აუდიტორიაში საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია აწყობს მორიგ სამუშაო შეხვედრას თემაზე „სიახლეები სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორში“. გიწვევთ, მიიღოთ მონაწილეობა Read More …

საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის IV ყრილობა

ძვირფასო ასოციაციის წევრებო!  გაცნობებთ, რომ 2015 წლის 21 თებერვალს 11:30-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში (კოსტავას 70), N551 აუდიტორიაში შედგება საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის მორიგი, IV ყრილობა.  პატივისცემით, ასოციაციის ადმინისტრაცია დღის წესრიგი

შეხვედრა იმპორტიორებთან

 2015 წლის 9 იანვარს 11:00-ზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  (გ. გულუას ქ. 6) გაიმართება შეხვედრა მაცივარაგენტების იმპორტიორ კომპანიებსა და კერძო პირებთან. შეხვედრა ეძღვნება საქართველოში ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებზე, კერძოდ R22 მაცივარაგენტზე, საიმპორტო კვოტების განაწილებას. დასწრების მსურველებს დამატებითი Read More …

ღია სამუშაო შეხვედრა

ა.წ. 29 ნოემბერს 11:30-ზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში (კოსტავას 70), N640 აუდიტორიაში საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია აწყობს მორიგ ღია სამუშაო შეხვედრას თემაზე „სიახლეები სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორში“. გიწვევთ, მიიღოთ Read More …

ოზონის შრე აღდგენის გზაზეა

ნაირობი, ჟენევა 10 სექტემბერი 2014 (UNEP/WMO). ოზონდამშლელი ნივთიერე­ბების წინააღმდეგ განხორციელებული შეთანხმებული საერთაშორისო ქმედებების წყალობით დედამიწის დამცავი ოზონის შრე არის სწორ გზაზე, რათა აღდგენილი იქნას მომავალ რამოდენიმე ათწლეულში. ასეთ დასკვნამდე მივიდა 282 მეცნიერი 36 ქვეყნიდან, რომელიც მუშაობდა შეფასებაზე გადაწყვეტილების  მიმღებ პირთათვის Read More …

ყურადღება! R134a მაცივარაგენტის საშიში R40-ის შემცველი ფალსიფიკაციები, რომელიც მიმოქცევაშია მსოფლიო ბაზარზე (იხ. „დარგის სიახლეები“) დაკავებულია საქართველოშიც.

სამუშაო შეხვედრა

ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში “თბური ტუმბოები, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემები” ქვე-დარგი/სპეციალიზაციის და შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციის დამატების შესახებ  ჩატარდა მიმდინარე წლის 17 ივნისს პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ოზონის ეროვნული ჯგუფისა“ და საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა Read More …

ქართველმა მებაჟეებმა აღკვეთეს საქართველოში ფალსიფიცირებული და უნებართვო წყალბადქლორფტორნახშირბადის იმპორტი

    მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს მაცივარაგენტის პარტია, რომელიც შემოდიოდა ქვეყანაში კანონდარღვევით. მაცივარაგენტი წარმოადგენდა წყალბადქლორფტორნახშირბადს – R22-ს, რომელიც არის ოზონდამშლელი ნივთიერება და სხვა ასეთივე ნივთიერების მსგავსად მის იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს საქართველოში 2014 წლიდან ესაჭიროება შესაბამისი ნებართვა. Read More …

მაცივარ-ტექნიკოსთა სწავლება

საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციამ განაახლა მაცივარ-ტექნიკოსთა სწავლება პროგრამით „მომსახურების თანამედროვე პრაქტიკა“. სწავლების ბოლოს ტესტირების წარმატებით გავლილი მსმენელები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.