ჩვენს შესახებ

ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაცია (GARCAE) შეიქმნა 1999 წელს „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ“ მონრეალის ოქმის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენი ასოციაცია არის არასამთავრობო, არამომგებიანი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს და ტექნიკოსებს, მაცივარაგენტების იმპორტიორებს და მომსახურების კომპანიების, აგრეთვე საბოლოო მომხმარებლებს  სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორში. გარდა ამისა, იგი ამყარებს კავშირს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო სტანდარტების, მომსახურების პრაქტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას აღნიშნულ სექტორში. ამ მხრივ ჩვენი ასოციაცია ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში.

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასოციაციის წევრთა რაოდენობა აღემატება 200-ს, კოლექტიური წევრების ჩათვლით. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია თანამშრომლობა ოზონის შრის დაცვასთან, გლობალურ დათბობასთან და გარემოსდაცვითი სხვა პრობლემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და ნორმატიული აქტების შემუშავებაში და რეალიზაციაში ხელოვნური სიცივის სფეროში.

 

დაარსების დღიდან ჩვენი ასოციაცია თამაშობდა მთავარ როლს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა:

  • მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ეროვნული პროგრამის განხორციელება, 1999 (განხორციელების სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა);
  • შასწავლო პროგრამა ტექნიკოსებისათვის „სამაცივარო სექტორში მომსახურების კარგი პრაქტიკა“ 2000-2001 (გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა);
  • ჰალონების მართვის პროგრამა, 2006-2007 (გაეროს ინდუსტრიული განვითარების პროგრამა);
  • „სამაცივრო ტექნიკის და სითბოს ტუმბოებში გარმოს და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები“ საქართველოს სტანდარტის შემუშავება, 2007 წ. (გაეროს განვითარების პროგრამა);
  • წყალბადქლორფთორნახშირბადების ხმარებიდან ამოღების გეგმის მომზადება, 2010 (გაეროს განვითარების პროგრამა).

ამავე დროს, ჩვენი ასოციაცია ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს ანალოგიური საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას. ის იყო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამაცივრო ასოციაციების ქსელის შექმნის ერთ – ერთი ინიციატორი.

 

ჩვენს შესახებ

ბოლო სიახლეები

Loading