შეხვედრა იმპორტიორებთან

 2015 წლის 9 იანვარს 11:00-ზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  (გ. გულუას ქ. 6) გაიმართება შეხვედრა მაცივარაგენტების იმპორტიორ კომპანიებსა და კერძო პირებთან.

შეხვედრა ეძღვნება საქართველოში ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებზე, კერძოდ R22 მაცივარაგენტზე, საიმპორტო კვოტების განაწილებას.

დასწრების მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ასოციაციის ოფისში:

ტელ.: 271 43 17, ელ. ფოსტა: [email protected]