ქართველმა მებაჟეებმა აღკვეთეს საქართველოში ფალსიფიცირებული და უნებართვო წყალბადქლორფტორნახშირბადის იმპორტი

    მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს მაცივარაგენტის პარტია, რომელიც შემოდიოდა ქვეყანაში კანონდარღვევით. მაცივარაგენტი წარმოადგენდა წყალბადქლორფტორნახშირბადს – R22-ს, რომელიც არის ოზონდამშლელი ნივთიერება და სხვა ასეთივე ნივთიერების მსგავსად მის იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს საქართველოში 2014 წლიდან ესაჭიროება შესაბამისი ნებართვა.

2014 წლის R22-ის საიმპორტო წლიური კვოტა შეადგენს 00183,9 მეტრულ ტონას, რაც დადგენილია საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის ექსპერტთა შეფასების საფუველზე და იგი წარმოადგენს საბაზო რაოდენობას, რომლიც არ შეიძლება იქნეს გადაჭარბებული ჩვენი ქვეყნის მიერ მონრეალის ოქმის წინაშე აღებული საერთაშორისო ვალდებულების მიხედვით. ამრიგად ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და მისი ნებართვის გარეშე შემოტანა ითვლება კანონდარღვევად.

განხილული შემთხვევა არის, სწორედ, R22-ის უნებართვოდ შემოტანის მაგალითი. საქონელი გაჩერებული იქნა საბაჟოს მიერ პირველ რიგში იმიტომ, რომ იმპორტიორს არ აღმოაჩნდა შესაბამისი ქვოტა. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟეების მიერ ადგილზე ჩატარებული იდენტიფიკაციის შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ მაცივარაგენტის შემადგენლობა და რაოდენობა არ შეესაბამება საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს.

აღნიშნულის გამო 70ც ერთჯერადი ბალონი თითოეული მითითებუი მოცულობით 13.6კგ და 100ც ერთჯერადი ბალონი თითოეული მითითებული მოცულობით 1კგ გადაეცა „საქართველოს მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ცენტრს“ (GRRRC Ltd) სათანადოდ დასაწყობებისა და განადგურების მიზნით.

GRRRC Ltd-ში ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 13.6კგ-ს ნაცვლად ბალონებში იყო12კგ-მდე მაცივარაგენტი, ხოლო 1კგ-ს ნაცვლად – 0.8კგ-მდე მაცივარაგენტი. 13.6კგ-ს მოცულობის ბალონებში მაცივარაგენტი R22 იყო დაბინძურებული სხვა ნივთიერებების, მათ შორის 4%-მდე ფეთქებადსაშიში ნახშირწყალბადით.

განხორციელებული ქმედებების შედეგად თავიდან იქნა აცილებილი 920კგ დაბინძურებული ოზონდამშლელი ნივთიერების ატმოსფეროში მოხვედრა. მათი განადგურება მოხდება ეკოლოგიურად მისაღები გზით და ისინი ზიანს ვეღარ მიაყენებენ გარემოს.

ამ ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა იხილეთ გალერეაში.