ოზონის შრე აღდგენის გზაზეა

AMD 1
AMD 2

ნაირობი, ჟენევა 10 სექტემბერი 2014 (UNEP/WMO). ოზონდამშლელი ნივთიერე­ბების წინააღმდეგ განხორციელებული შეთანხმებული საერთაშორისო ქმედებების წყალობით დედამიწის დამცავი ოზონის შრე არის სწორ გზაზე, რათა აღდგენილი იქნას მომავალ რამოდენიმე ათწლეულში.

ასეთ დასკვნამდე მივიდა 282 მეცნიერი 36 ქვეყნიდან, რომელიც მუშაობდა შეფასებაზე გადაწყვეტილების  მიმღებ პირთათვის – „ოზონის დაშლის სამეცნიერო შეფასება 2014“ შემაჯა­მებელი დოკუმენტი. ეს შეფასება გამოაქვეყნა  გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციამ (MWO) და იგი არის პირველი სრულყოფილი განახლება ამ ოთხი წლის განმავლობაში.

ამრიგად, ოზონის შრე, ეს მყიფე ფარი, რომელიც იცავს დედამიწას მავნე ულტრაიისფერი  გამოს­ხი­ვე­ბისაგან, აღდგენის გზაზეა. მაგრამ რომ არა მონრეალის ოქმი და მასთან  დაკავშირებული ხელშეკრულებები ოზონდამშლელი ნივთიერებების დონე ატმოსფეროში შესაძლოა  გაათმაგებუ­ლი­ყო 2050 წლისთვის. გლობალური მოდელის მიხედვით ეს ნიშნავს კანის კიბოს 2 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილებას 2030 წლისათვის, გარდა ამისა ადამიანის თვალის და იმუნური სისტემის დაზიანების მნიშვნელოვან შემცირებას, დაცულ ველურ ბუნებას და სოფლის მეურნე­ობას UNEP-ის მიხედვით.

„არის დადებითი მაჩვენებლები იმისა, რომ ამ საუკუნის შუისათვის ოზონის შერე აღდგენილი იქნება“ – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა Achim Steiner-მა.

„თუმცა, ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, კვლავ უზარმაზარია. მონრეალის ოქმის წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ ოზონის შრის დაცვას და აღდგენას, არამედ კლიმატის დაცვასაც. მონრეალის ოქმის თანამეგობრობა და მისი თვალშისაცემი მიღწევები არის ნათელი დადასტურება, რომ გლობალური თანამშრომლობა და შეთანხმებული ქმედება არის  მთავარი პირობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი გლობალური პრობლემების გადაწ­ყვეტა“ – დასძინა მან .

შეტყობინებაში ხაზგასმულია შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • „ოზონდამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმით განხორციელებული ქმედებები რეალურს ხდის, რომ ოზონის შრე დაუბრუნდეს 1980 წლის დონეს;

  • კლიმატის დაცვაში მონრეალის ოქმის წვლილი შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცვლელი წყალბადფტორნახშირბადების დაგეგმილი ემისიებით ატმოსფეროში;

  • ანტარქტიკის ოზონის „ხვრელი“ წლის განმავლობაში იწვევს სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებას ზაფხულის პერიოდში;

  • CO2-ს, აზოტის ოქსიდს და მეთანს ექნება მზარდი გავლენა ოზონის შრეზე. 

სამეცნიერო შეფასების ჯგუფი ვარაუდობს წარადგინოს ზემოთ მოყვანილი მიგნებები მონრეალის ოქმის მხარეთა შეხვედრაზე, რომელიც  2014 წლის  ნოემბერში შედგება პარიზში, ხოლო სრული  ანგარიში გამოიცემა  2015 წლის დასაწყისში.

„ოზონის დაშლის სამეცნიერო შეფასება 2014“ სრულად იხილეთ:

http://ozone.unep.org/Assessment_Panels/SAP/SAP2014_Assessment_for_Decision-Makers.pdf