ყურადღება!!!

 ქალბატონებო და ბატონებო!

“ატმოსფერული ჰაერის დაცის შესახებ” კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3321153) 3კგ და მეტი მაცივარაგენტის (ფრეონის) შემცველი ყველა მოწყობილობის: მაცივრის, ჰაერის კონდიციონერის, თბური ტუმბოს გამოყენება ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც ძალაში შევა მომავალი წლის 1 იანვრიდან. 

იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ასეთი მოწყობილობების მფლობელების ინფორმირება მიღებული რეგულაციის მოთხოვნების შესახებ, ჩვენ არასამთავრო ორგანიზაციას – რ/კ “საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან 2017 წლის 26 იანვარს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით დაევალა გარემოსათვის საზიანო ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების და მათი მომსახურე ტექნიკოსების ელექტრონული ბაზის შექმნა.

ამასთან დაკავშირებით გთხოვთ დანართ 1-ში მოცემული ცხრილის სახით მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს საკუთრებაში მყოფი 3კგ და მეტი მაცივარაგენტის შემცველი მოწყობილობების შესახებ, ასეთების არსებობის შემთხვევაში. აგრეთვე, თუ ასეთ მოწყობილობებს ემსახურებიან თქვენი ორგანიზაციის შტატში მყოფი ტექნიკოსები, გთხოვთ დანართ 2-ში მოცემული ცხრილის სახით მოგვაწოდოთ ინფორმაცია თითოეულ მათგანზე.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 2714317.

ჩვენთვის დროულად მოწოდებული ინფორმაცია მოგცემთ გარანტიას, რომ არ გახდებით უნებლიე კანონდამრღვევი მარტივ სიტუაციაში.

პატივისცემით,

ასოციაციის ადმინისტრაცია

 

დანართი 1

დანართი 2