გარემოს დაცვა

ჩვენ ვეხმარებით ჩვენ ქვეყანას შეასრულოს გარემოსდაცვითი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ:

  • განახორციელოს დარჩენილი ოზონდამშლელი მაცივარაგენტების ეტაპობრივი შემცირება და ხმარებიდან საბოლოო ამოღება დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
  • განახორციელოს ფტორირებული მაცივარაგენტების მოხმარების შემცირება აგრეთვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
  • უზრუნველყოს სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორის ფუნქციონირება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს მაცივარაგენტების ემისიების შემცირებას ატმოსფეროში;
  • განახორციელოს სამაცივრო დანადგარების მფლობელთა ცნობიერების ამაღლება ოზონის შრისა და კლიმატის დაცვის საკითხებში
  • უზრუნველყოს მაცივარაგენტების მოხმარების მუდმივი მონიტორინგი და მართვა.
Loading