YORK-ის ჩილერი აშშ-ს ბაზარზე
რადგან აშშ გადადის წფნ (წყალბადფთორნახშირბადი) მაცივარაგენტების შემცირებაზე, კომპანია Jonson Controls-მა გამოუშვა თავისი პირველი ჩილერები დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალის (გდპ) მაცივარაგენტებით R-454B და R-1234ze.
.ამერიკის ბაზარზე ახალგამოჩენილებია York YLAA ჰაერით გაგრილების სპირალური ჩილერი R-454B მაცივარაგენტზე და York YVFA ბუნებრივი გაგრილების ინვენტორულ ხრახნულ კომპრესორზე მომუშავე ჩილერი მაცივარაგენტით R-1234ze.
R-454B-ს, 466 გდპ-ს მქონე A2L მაცივარაგენტის გამოყენება არის უახლესი დამატება YLAA ხაზისთვის, რომელიც მოიცავს ნაწილობრივი დატვირთვისას ეფექტურობის საშუალოდ 4,5%-ით გაუმჯობესებას 2021 წელს და ორი კომპაქტური მოდელის დამატებას, რომლებმაც გააფართოვეს პროდუქტის დიაპაზონი 40 დან 230 სამაცივრო ტონამდე 2022 წელს.
York YVFA ჩილერი წფო (წყალბადფთოეოლეფინი) R-1234ze მაცივარაგენტზე შემუშავებულია ისე, რომ შენარჩუნებულია ძველ მაცივარაგენტებზე მომუშავე წინა მოდელების წარმადობის იგივე დონე. შექმნილია რა კომპიუტერული აღჭურვილობის, სასერვერო ოთახებისა და მონაცემთა დარბაზების გასაგრილებლად მონაცემთა ცენტრებში. YVFA აერთიანებს ინვენტორულ კომპრესორებს და მაღალი ეფექტურობის ჰაერი-სითხე ბუნებრივი გაგრილების სისტემებს.
წყარო: https://www.coolingpost.com/world-news/york-chillers-on-a2l-refrigerants-enter-us/