კომპანია Daikin Applied ყიდულობს ჰაერის მოსამზადებელი მოწყობილობების ამერიკელ მწარმოებელს
Daikin Applied-მა შეიძინა Alliance Air Products, რომელიც სან-დიეგოში დაფუძნებული კომპანიაა და შეკვეთით აწარმოებს ჰაერის მოსამზადებელ მოწყობილობებს.
Alliance Air დაარსდა 2004 წელს, როგორც კომპანია რომელიც ასრულებდა შეკვეთებს ჰაერის დასამუშავებელი სისტემის წარმოებაზე, მაგრამ მომდენო წლებში ის გაფართოვდა გათბობის, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების და სამაცივრო ტექნიკის (HVACR) სფეროს ყველა მიმართულებით. საწარმოს ფართობმა მიაღწია 230 000 კვადრატულ ფუტს. ხოლო დასაქმებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა.
კომპანიის შესყიდვისას Daikin-მა განაცხადა, რომ ინჟინრებს, ოპერატორებსა და მშენებარე ობიექტების მფლობელებს ახლა ჰყავთ ერთი მიმწოდებელი HVACR სისტემებზე კომპლექსური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუმჯობესებს მიწოდების დროს და პროდუქტიულობას და, ამავე დროს, ამცირებს ხარჯებს.
კონკრეტულად, ნათქვამია, რომ Daikin-ისა და Alliance Air-ის ერთობლივი შესაძლებლობები დააკმაყოფილებს ჩილერი-კომპიუტერული დარბაზი ჰაერის კონდიცირების სისტემით აღჭურვილ მონაცემთა ცენტრების მზარდი ინდუსტრიის მოთხოვნებს.
"Alliance Air გამოირჩეოდა თავისი წარმოების უნარით, კრეატიული დიზაინით, კარგი მუშაობითა და შესაბამისი მიწოდებით დროში," განაცხადა Daikin Applied-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ დრისმა. შემდეგ მან ასევე დასძინა: "მიუხედავად ამისა რომ ეს შენაძენი აშკარად ამრავალფეროვნებს და აძლიერებს ჩვენ კომპანიას ის ნამდვილად ქმნის უპირატესობას ჩვენი მომხმარებლებისათვის, განსაკუთრებით კი მონაცემთა ცენტრების სფეროში მოღვაწე მაშტაბური კომპანიებისათვის."
Alliance Air გთავაზობთ მომხმარებელთა სრულ მხარდაჭერას, საინჟინრო დახმარებიდან დიზაინამდე და ტესტირებიდან მომსახურებამდე. მონაცემთა ცენტრის გაგრილების გარდა კომპანია ემსახურება განსხვავებულ ობიექტებსაც, სადაც საჭიროა მასზე მორგებული დიზაინის შეთავაზება, ასეთი ორგანიზაციებია საავადმყოფოები, საწარმოო ობიექტები და ლაბორატორიები.
წყარო: https://www.coolingpost.com/world-news/daikin-applied-acquires-us-ahu-manufacturer/