კომპანია Caverion იყენებს ClimaCheck-ის სისტემას ენერგომოხმარების ოპტიმიზაციისთვის
ფინურ–შვედური სამშენებლო კომპანია Caverion დათანხმდა საერთაშორისო პარტნიორობაზე შვედურ ენერგეტიკული ოპტიმიზაციის ტექნოლოგიურ კომპანია ClimaCheck-თან.
Caverion-ის არსებული სამაცივრო ავტომატიზაციის სისტემები, რომელიც უკვე ფუნქციონირებს ათეულობით საცალო მაღაზიაში, საწყობებში და ლოგისტიკურ ცენტრებში ჩრდილო ევროპაში, გამოიყენებს ClimaCheck-ის ღრუბლოვან ტექნოლოგიას მონაცემების გასაანალიზებლად და თავისი მომხმარებლებისათვის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
„ClimaCheck-ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს დამოწმებული, დეტალური ანალიზი და ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციები სამაცივრო სისტემის ოპტიმალური მუშაობისთვის,, თქვა კარი სუნდბეკმა, Caverion-ის მომსახურების, გადაწყვეტილებების, ციფრული ტექნოლოგიებისა და მდგრადი განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა.
ClimaCheck-ის ტექნოლოგია ასევე გაზომავს სამაცივრო სისტემის ეფექტურობას.
“ClimaCheck აანალიზებს Caverion-ის ავტომატიზაციის ტექნოლოგიით შეგროვებულ მონაცემებს, რათა დაამოწმოს ისინი დამატებითი კომპონენტების ან ადგილზე ვიზიტების გარეშე. Caverion არის ჩვენი პირველი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ღრუბელზე დაფუძნებული ავტომატიზაციის ინტეგრირებული გადაწყვეტა და, აგრეთვე, ენერგოეფექტურობის სრული მომსახურება, რათა უზრუნველყოს სამაცივრო სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირება მისი სიცოცხლის განმავლობაში.“ განაცხადა ClimaCheck-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკლას ბერგლოფმა.
წყარო: https://www.coolingpost.com/world-news/caverion-offers-climacheck-energy-optimising/