აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქსელის (ECA) შეხვედრა.

მიმდინარე წლის 26-28 აპრილს ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში გაიმართა მონრეალის ოქმის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქსელის (ECA) შეხვედრა.
შეხვედრა ძირითადად კონცენტრირებული იყო ECA-ქსელში შემავალი ქვეყნების მიერ მონრეალის ოქმის კიგალის დანართის რატიფიცირებისა და შესრულების საკითზე. მასში მონაწილეობდნენ მონრეალის ოქმის პასუხისმგებელი პირები და ხელოვნური სიცივის დარგის ექსპერტები. შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს ოზონის ეროვნული ერთეულის წარმომადგენელი ბატონი ლაშა ახალაია.
აღსანიშნავია, რომ სამი ქვეყნის: საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის და თურქმენეთის საბაჟო
სამსახურებს გადაეცათ სიგელები და მედლები ოზონდამშლელი ნივთიე- რებების უკანონო გადაზიდვებთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ცალკე მედლები გადაეცა საქართველოს ორ საბაჟო-გამშვებ პუნქტს - თბილისი 2-ს და წითელ ხიდს, სადაც 2019 წელს გამოავლინეს შესაბამისად 304კგ და 32კგ მაცივარაგენტის კონტრაბანდა. ECA- ქსელის შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა სიცივის საერთაშორისო ინსტიტუტის კონფერენცია და შეხვედრის
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ კონფერენციის სესიებს. კონფერენციის თემა იყო ამიაკზე და ნახშირორჟანგზე მომუშავე სამაცივრო ტექნიკა და ტექნოლოგიები.
ზოგადად, ECA-ქსელის შეხვედრაზეც და სიცივის საერთაშორისო ინსტიტუტის კონფერენციაზეც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ხელოვნური სიცივის სფერო უბრუნდება ბუნებრივ ნივთიერებებს, რაც მოითხოვს მომსახურე პერსონალის უმაღლეს კვალიფიკაციას და პასუხისმგებლობას. ამის გამო უდიდესი მნიშვნელობა მთელ მსოფლიოში ენიჭება ტექნიკოსთა სწავლება-გადამზადებას და მაცივრების, ჰაერის კონდიციონერებისა და თბური ტუმბოების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.