განცხადება

განცხადება
ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ
იმის გათვალისწინებით, რომ 18-29 დეკემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვთ ფართომაშტაბიანი შეხვედრები ჩვენი სფეროს სერტიფიცირებულ ტექნიკოსებთან 2024 წლიდან საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასოციაციის მორიგი ყრილობა გაიმართება 16 დეკემბერს 11:00-დან 13-00-მდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში (კოსტავას 70).
დღის წესრიგით გათვალისწინებულია პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება და ასოციაციის ახალი საბჭოს არჩევნები. აგრეთვე, განხილული იქნება წინადადებები საბჭოს წევრების რიცხვის გაზრდაზე (მინიმუმ 9 წევრი თავმჯდომარეს ჩათვლით) და საწევრო გადასახადის დაწესებაზე. ასოციაციის წევრის სამახსოვრო, სადაც მითითებულია საწევროს ოდენობის პროექტი იხილეთ დანართში.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი კანდიდატურები ასოციაციის საბჭოს წევრის და თავმჯდომარის (პრეზიდენტის) პოზიციებზე. კანდიდატურები და თქვენი შეხედულებები მოგვაწოდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@garcae.org.ge ან ატვირთეთ ასოციაციის პორტალზე კომენტარებში - https://garcae.org.ge/information_corner
გისურვებთ წარმატებებს!