განცხადება
ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ
სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების გადავადების გამო ასოციაციის მორიგი ყრილობა გაიმართება მიმდინარე წლის 26 ივნისს, ხელოვნური სიცივის საერთაშორისო დღეს.
ყრილობის გამართვის ადგილს და დღის წესრიგს გაცნობებთ მოგვიანებით.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელი არის ასოციაციის რიგითი არჩევნების წელი. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი კანდიდატურები ასოციაციის საბჭოს წევრის და თავმჯდომარის (პრეზიდენტის) პოზიციებზე. კანდიდატურები მოგვაწოდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@garcae.org.ge
გისურვებთ წარმატებებს!