აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გააჟღერა რამდენიმე სააღსრულებო მოქმედება, მათ შორის 900 000 დოლარზე მეტი თანხით დაჯარიმება, განხორციელებული მისი წფნ (წყალბადფთორნახშირბადი) მაცივარაგენტების გამოყენების შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად.
ეს საჩვენებელი სამოქალაქო-სამართლებრივი საჯარიმო სანქციები მოიცავს სამი საკამათო პროცესის დარეგულირებას წფნ-ს იმპორტიორებთან, რომლებმაც არ შეატყობინეს თავიანთი იმპორტირებული მაცივარაგენტის რაოდენობა „სუფთა ჰაერის შესახებ“ კანონის სათბურის აირების ანგარიშის პროგრამის თანახმად. კომპანია Artsen Chemical America დათანხმდა 247,601 აშშ დოლარის გადახდაზე, კომპანია Harp USA დათანხმდა 275,000 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას, ხოლო კომპანია IGas Companies - 382,473 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას.
EPA აცხადებს, რომ ის ასევე აქტიურად განახორციელებს მსგავს ქმედებებს რამოდენიმე სხვა იმპორტიორის წინააღმდეგ, რომლებმაც არ შეატყობინეს თავიანთი წფნ-ების შესახებ.
2020 წლის აშშ-ს „ინოვაციებისა და წარმოების შესახებ“ კანონის (AIM) თანახმად EPA-მ მიმართა დარღვევის პირველადი შეტყობინებებით (NOVs) სავარაუდო დამრღვევებს, რომლებმაც განახორციელეს რეგულირებადი ნივთიერებების იმპორტი საჭირო ნებართვის გარეშე.
AIM კანონის თანახმად, იმპორტიორებს მოეთხოვებათ წფნ-ების იმპორტის კვოტები გამოიყენონ მხოლოდ აშშ-ს წფნ-ების ხმარებიდან ამოღების პროგრამის მიხედვით.
„ეს შეტყობინებები აჩვენებენ EPA-ს ერთგულებას 2020 წლის აშშ-ს „ინოვაციებისა და წარმოების შესახებ“ კანონის აღსრულებისადმი“, - თქვა ლარი სტარფილდმა, EPA-ს აღსრულებისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის სამმართველოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა. „გარდა ამისა, სათბურის აირების ანგარიშის პროგრამის ფარგლებში ჩვენი მარეგულირებელი ქმედებები წფნ-ს იმპორტიორებთან ადასტურებს, რომ ზუსტი მონაცემები აუცილებელია კლიმატის ცვლილების სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად“.
წფნ-ების უკანონო იმპორტის შესაჩერებლად შექმნილმა ფედერალურმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა 2022 წელს აღკვეთა წფნ-ს უკანონო იმპორტი, რომელიც 889,000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის ეკვივალენტი იყო.
ორპარტიული AIM კანონის მიხედვით შეერთებული შტატები გამოხატავს მზადყოფნას, რომ წფნ-ების წარმოებას და მოხმარებას ეტაპობრივად შეამცირებს 85%-ით 2036 წლისთვის, რაც შეესაბამება მონრეალის ოქმის კიგალის დანართით განსაზღვრულ წფნ-ების საერთაშორისო ეტაპობრივ შემცირებას.
წყარო: https://www.coolingpost.com/world-news/epa-clamps-down-on-hfc-imports/